დაუმარცხებელი “ტერმინატორი“ არნოლდ შვარცენეგერი შობის დღესასწაულს, ტრადიციულად, მშობლიურ ავსტრიაში ან აიდაჰოს შტატის სამთო-სათხილამურო კურორტ სან-ველიში აღნიშნავს.
მელ გიბსონი, წლების განმავლობაში, ოჯახთან ერთად საახალწლო დღესასწაულებს საკუთარ კუნძულზე, ფიჯის არქიპელაგში ატარებს. დეკემბრის ბოლოს იქ ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსია და წყალიც ძალიან თბილია. სხვათა შორის, სხვადასხვა პერიოდში ფიჯიზე შობას და ახალ წელს შეხვედრიან: რასელ ქროუ, ნიკოლ ქიდმანი და მილიარდერი ბილ გეითსი.
ახალ წელს ჰოლივუდელი ვარსკვლავების მთავარი თავშეყრის ადგილად მაინც ნიუ-იორკი ითვლება. იქაური ღამის კლუბების მოყვარული „სელებრითები“ – კრისტინა აგილერა, ნიკი ჰილტონი, ჯესიკა სიმფსონი, გვენ სტეფანი და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯორჯ კლუნიც კი, იკრიბებიან და დილამდე თავდავიწყებას ეძლევიან.
ღამის ცხოვრებისა და დაუმთავრებელი წვეულებების მოყვარული პერის ჰილტონი ახალ წელს შეიძლება ლას-ვეგასში შეხვდეს, მაგრამ ცოტა ხანში, ნიუ-იორკის ან ლოს-ანჯელესის რომელიმე ღამის კლუბში ამოჰყოს თავი. სკანდალური იმიჯის მქონე ვარსკვლავი პირადი თვითმფრინავით ახალი წლის ღამეს ათამდე ადგილის მონახულებას ახერხებს და ამ ხნის განმავლობაში მისი განუყრელი თანამგზავრია შამპანური, რომლის ერთი ბოთლის ღირებულება ასი ათასი დოლარია.
პოლ მაკარტნი შობას და ახალ წელს ბოლო პერიოდში, ტრადიციულად, მალდივის კუნძულებზე ხვდება.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ახალ წელს ლონდონში შეხვდნენ.
კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანელი, სერ ელტონ ჯონი კი, ზედიზედ მესამედ, ახალ წელს, თავისი ცხოვრების თანამგზავრ დევიდ ფერნიშთან ერთად, ვენეციაში შეხვდა. ვარსკვლავი უძრავ ქონებას ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში ფლობს, მაგრამ საახალწლოდ ვენეცია მისთვის იდეალური ადგილია.
მაიკლ დუგლასი და მისი მომხიბლავი მეუღლე კეტრინ ზეტა-ჯონსი შობას ბერმუდის კუნძულებზე ხვდებიან. დუგლასები იქ დიდ სასტუმრო კომპლექსს ფლობენ და ყოველწლიურად მათთან უამრავი სტუმარი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან. სანამ კეტრინი საშობაო ინდაურის მომზადებით არის დაკავებული, მაიკლი და მისი მეგობრები გოლფის თამაშით ირთობენ თავს.
[sexy_author_bio]