“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, “მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელია და ექვემდებარება რუსთავის ციხეში დაბრუნებას”.
“სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილია არის ჯანმრთელი, შესაბამისად ის ექვემდებარებოდა უკან რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას.
აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული და ასე რომ ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო რაღაც თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში ჩაითრიონ. ჩვეულებრივად უნდა უთხრან, აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და შესაბამისად, უნდა იყოს ჩასახლებული თუ ასე ვთქვათ გადაყვანილი შესაბამის უწყებაში.
სააკაშვილი დაიწყებს თუ არა შიმშილობას, დიწყებს, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში და რა ვიცი, მე მგონი, გამოაჯანმრთელებენ“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.