სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილეებთან ერთად, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა და სასურსათო პროდუქტები გადასცა.
ჰუმანიტარული აქცია ირლანდიაში ქართული დიასპორის და ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერით განხორციელდა.
აქციის ფარგლებში დახმარება 42-მა ოჯახმა მიიღო.
(R)