გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.