https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საახალწლო „ქელეხის“ ამბავი

13:58; 2.01.2022
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახალისო ისტორიების დღევანდელ საახალწლო „გამოშვებაში“ ორ ისტორიას გაგაცნობთ. ეს შემთხვევები ჩემს ნაცნობებს გადახდათ. ჩემთვის გასაკვირად საკუთარი ვინაობის „ოფიციალურად გამხელა“ არ ისურვეს. ამ ადამიანებს თხოვნას შევუსრულებ და ამ ორ ამბავს ყოველგვარი შესავლის გარეშე გადმოგცემთ.

„არ ვიცი, იმას, რაც მე წლების წინ ზუსტად ახალი წლის ღამეს შემემთხვა, კურიოზი ჰქვია თუ სასწაული. ალბათ, ორივე ერთად.

ცოტა შორიდან დავიწყებ.

ახალგაზრდა რომ ვიყავი, მიყვარდა გოგონა, რომელმაც ერთ დღეს გამომიცხადა, ორსულად ვარო. ამ ფაქტმა ისე დამაფრთხო, რომ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და ვითომ ერთი თვით წავედი რუსეთში, მაგრამ, ეს ერთი თვე თითქმის ხუთ წელიწადს გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკავს ეკასთვის. იქ რაღაც სამსახური ვიშოვე და იმდენი კი მქონდა, რომ თავი გამენებივრებინა. სიმართლე გითხრათ, უკან ჩამოსვლას აღარც კი ვგეგმავდი, მაგრამ, მამა გარდამეცვალა და იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი. მამის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ გამახსენდა ეკა და დავინტერესდი, ნეტავი, ბავშვი თუ გააჩინა-მეთქი და გადავწყვიტე, ეს ამბავი გამერკვია, თუმცა, ვერაფერი გავიგე. ერთ დღესაც, ვაიძულე თავი და დავურეკე, მაგრამ, მიპასუხეს, უკვე სამი წელია, აქ აღარ ცხოვრობენ და სად გადავიდნენ, არ ვიცითო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი მყავდა და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მეპოვა. თან, ჯერ სამსახურიც არ მქონდა ნაშოვნი და მთელი დღეები უსაქმოდ დავყიალობდი. ჩემი ძმაკაცები ათას ღობე-ყორეს ედებოდნენ, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ, რომ ორი კაპიკი ეშოვათ, მე კი ყველა შემოთავაზებაზე ტუჩს ვიბზუებდი – არ ვკადრულობდი.

ახალ წლამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი თოვლის ბაბუად მუშაობდა (მაშინ თბილისში ეს საქმე „ახალი ხილი“ იყო), მაგრამ, ზუსტად 29 დეკემბერს ფეხი მოიტეხა და, რადგან ყავარჯნებით ვერ ივლიდა კარდაკარ, მთხოვა, 31 დეკემბრის ღამის გამოძახებებზე შენ წადი ჩემ მაგივრადო. ჯერ კინაღამ გადავირიე, მაგრამ, ძალიან უფულოდ ვიყავი და, რადგან იმ გამოძახებების ფული მე უნდა ამეღო, დავთანხმდი.

დადგა 31 დეკემბერი. მივედი ოფისში, ჩამილაგეს საჩუქრები და მომცეს მისამართებისა და ბავშვების სახელების სია, ვისთანაც უნდა მივსულიყავი. სულ ცხრა მისამართი მქონდა. მესამე ოჯახიდან უკვე ბანცალ-ბანცალით გამოვედი. ჩავსხედით მე და ჩემი ფიფქია ჩვენს მანქანაში და ვაჟა-ფშაველასკენ გავემართეთ (საჭეს ფიფქია მიუჯდა). ჯერ კვარტალს ძლივს მივაგენით, მერე – კორპუსს. მივადექით ლიფტს და – არ მუშაობს. არადა, მეთერთმეტე სართულზე უნდა ავიდეთ. ავყევით კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით და, ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ, აღმოჩნდა, რომ კორპუსი ცხრასართულიანი იყო. ალბათ, მისამართი არასწორად ჩამიწერეს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ისე ვიყავი გასავათებული, უკან რაღა დამაბრუნებდა. ბინის ნომერზე არც კი შემიხედავს, ისე დავაჭირე ზარს თითი, თან ჩემი მისასალმებელი ტექსტი გავიმეორე გუნებაში. ვდგავართ, ველით, მაგრამ, კარს არავინ გვიღებს. საათს დავხედე – ორის ნახევარია. მივაჭირე თითი ზარის ღილაკს და აღარ ავუშვი. რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხის ხმა მომესმა და ნამძინარევმა ხმამ იკითხა, ვინ არისო. მე ჩემი მისასალმებელი ლექსის პირველი სტროფი მივაგებე. ძლივს გავაგებინეთ, ვინც ვიყავით, მაგრამ, კარს იქიდან გვიპასუხეს, თოვლის ბაბუა ჩვენ არ გამოგვიძახიაო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც, გაიღო კარი, მაგრამ, ნამძინარევ დიასახლისს რომ შევხედე, მომენტალურად გამოვფხიზლდი და მთელი ხმით შევყვირე, ვაი-მეთქი – ჩემ წინ გაოცებული ეკა იდგა. გული რომ არ წამსვლოდა, კედელს მივეყრდენი და ფიფქიას ვანიშნე, საქმისთვის მიეხედა, მაგრამ, ამ დროს ოთახიდან გამობაჯბაჯდა ღამის პიჟამაში გამოწყობილი პატარა არსება, რომელიც პირდაპირ მე მომადგა, ცნობისმოყვარედ ამომხედა და მკითხა: „შენ ჩემი მამიკო ხარ? დედიკომ მითხრა, მამა ახალ წელს მოვაო“… ამას კი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა, რადგან, ჩემ წინ მართლაც ჩემი შვილი იდგა – ჩემი ასლი, ჩემი ალი და კვალი – დავეცი.

მართალია, მთელი ერთი კვირა რეანიმაციაში ვიწექი გულის მიოკარდიული შეტევის გამო და კინაღამ წერილიც წავიღე, მაგრამ, მაინც გადავრჩი – ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ჩემი ბიჭი უმამოდ არ გაზრდილიყო და მე და ეკას კიდევ ორი შვილი გაგვეჩინა.

ჩვენი სამი ვაჟკაცი უკვე დიდები არიან და იმ სასწაულს ზღაპარივით უყვებიან თავიანთ მეგობრებს.

მე რომ არ დავმთვრალიყავი და მისამართი არ ამრეოდა, ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი. ასე რომ, ზოგჯერ დათრობასაც აქვს გამართლება“.

„ქრისტეშობის დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

ჩვენთან, საქართველოში კი ჩვენებური წესი გვაქვს. სიცოცხლე უნდა მოვუსწრაფოთ ღრუტუნა წვრილჩლიქოსანს.

შობის წინა დღის ნაშუადღევია.

სტალბერ ქიშმარუას ეზოში „დამკვლელები“ შეიკრიბნენ.

იმ სოფელში ასე ყოფილა, დამკვლელთა „სპეცნაზი“ ჩამოივლის ეზო-ეზო და ააფხარკალებს საცოდავ ღრუტუნას. მერე მწვადსაც ჩაღმურძლავენ, ზედ ორნახად არაყსაც დაასხამენ „დეზინფექციიზა“ და გადავლენ სხვა ეზოში.

90-100-კილოიანი იქნებოდა სტალბერის ზაფხულიდან ნასუქები ღორი. მთავარ დამკვლელს, გვანჯი ჭიქაიას უკვე მოესწრო ორი ღორისთვის მზის დაბნელება და არყით თვალებაპრიალებული სანაწეროდ იბრიშტებოდა.

– ხოხ, რა არის კაცო ეს წრუწუნა… არაფერს აჭმევდით, მახარია?

– რასაა, რო ამბობს ეს ტვინწყალა? – იწყინა პატრონმა, – წრუწუნა კი არა,  გამათავა მაგის კვებამ მთელი წელია. რომ გაუშვა, ყველას შეგვჭამს, ყაჩაღი მაგი!

– გოუშვი ხელი ერთი, თუ კაცი ხარ, – არაადამიანური ხმით დაიყვირა გვანჯიმ, დასაკლავი დანა მოიმარჯვა და გაიმეორა, – გოუშვი, გოუშვი, ოღონდ საყელურზე მომაკიდებიე ხელი და მერე გოუშვი. მარტო ვეყოფი მაგას მე, არ მომეკაროს არავინ!

სტალბერი და დანარჩენები დაემორჩილნენ და განზე გადგნენ.

– ღუტუ, ღუუტუ, მორთი აშო, წიე, მორთი…

დანა დროებით საყელურში გაურჭო ღორს. ჯერ წავაქცევ და მერე მოვიშველიებო და ტორეადორივით მოზიდა ტანი. წინა და უკანა ფეხებში ჩაავლო სასმელით ძარღვებდაბერილი ხელები… ოპლაა! – დაიძახა და მოწყვეტილად მოქაჩა თავისკენ, რომ ზურგზე ამოეტრიალებინა, მაგრამ ილეთი გაუცუდდა.

გაუცუდდა კი არა, ღორმა გამოწვევა მიიღო და წაკუზულ მოძალადეს 40-კილოიანი თავი დააძგერა – ქვევიდან თუ დავიწყებთ, ზემოთ რომ ფეხები ერთდება, იმ სახიფათო „ზონაში“.

– ვაი, დედიკონა! – მოასწრო დაძახება და შუბლით შეასკდა სამწყვდევის ბოძს. ბოძს ვერაფერი დააკლო, მაგრამ ცხვირი და ულვაშები წითლად შეეღება. ამასობაში ღორმა მძიმე ძუნძულით მიაშურა სამალავს, მაგრამ ვერ იპოვა და ცოტა ხნით გაჩერდა, შეისვენა, ჰაერი დაყნოსა და გაშტერდა. იქ მყოფები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რაც მოხდა. თოვლის გუნდა დააფარეს სისხლიან ადგილზე გაბრუებულ კაცს, – ნუ გეშინია, ნუ გეშინიას ძახილით. მერე ოთახში შეიყვანეს და ტახტზე წამოაწვინეს დაბნეულ-დანოკაუტებული.

ისევ ღორს მოუბრუნდნენ.

– ე, ბიჭო, გამოეკიდე, იქნებ დაიჭირო, სამგლე მაგი! – თვითონ ვერ გაბედეს და შეაგულიანეს სოფლის სულელი ხუნჭუ ჭიჭაია. მაგრამ, სულელები აქეთ გამოიყვანა ეს ტარტაროზები დაკვირვებულმა სულელმა.

– ხოხ, რა კაია?! – მე გიჟი კი არ ვარ… რას გავეკიდები, დანა აქვს მაგას საყელურში და რომ მშვლიპოს მუცელში, ვისთან ვუჩივლო?!

ისევ მეზობელმა დურუმ გაიმეტა თავი და ნელა მიუახლოვდა გაოცებულ ღორს, – ღუტუ-ღუტუს ჩურჩულით.

– ღუუუტუ, ღუტუუ… – ეპარება ეს დურუ, მაგრამ ნერვებმა უღალატა, ბოლო „ღუუტ“ ხმამაღლა შებღავლა, გოლკიპერივით გაუწვა და უკანა მარცხენა ფეხშიც წაავლო ხელი. მაგრამ, ღორმა წინა ფეხები გაჩაჩხა და უკანა, თავისუფალი პირდაპირ ყურის ქვეშ სთხლიშა მოწინააღმდეგეს.

ნახევარბიბილოახეული დურუ ძლივს მოასულიერეს, იმასაც თოვლით დაუმუშავეს ნატკენი ადგილი და გვანჯის ტახტის მოპირდაპირე ტახტზე წამოაწვინეს გაბრუებულ-გაბურბუსალებული.

ეზოში გუშინ დადებული თოვლი ორ-სამ ადგილას მოიჩითა სისხლით, ოღონდ არა ღორის, როგორც სავარაუდო იყო.

– დედას გიტირებ! – მოთმინებიდან გამოვიდა სტალბერი, ფაცხაფუცხით ავარდა მეორე სართულზე, ძველი „ვინტოვკა“ გამოიტანა ყოფილმა მეომარმა და აივნიდანვე ესროლა ღორს. მიზანი არ ეშლებოდა – სროლა და შუბლში ტყვიანაგლეჯი ღორი ადგილზევე ჩაიკეცა.

სტალბერი აჩქარდა, დაუცდა ფეხი კიბეზე, კიბის ხის მოაჯირი გადაანგრია და გვერდულად ჩაერჭო თოვლში. ამჯერად უსისხლოდ გადავრჩით, სტალბერმა მხოლოდ ცერა თითი იღრძო, რომელიც მაშინვე გაუსივდა.

ორ საათში მწვადის სუნი დატრიალდა! რად გინდა, რა… ჭამის სურვილი, შნო და შესაძლებლობა არავის ჰქონდა.

… არა, ვინ მოიგონა ეს ვანდალობა… სულ, სულ პირველად ვინ დაკლა ღორი შობა დღეს?

ღრმა ისტორიულ წყაროებში ამის შესახებ არაფერს გვაუწყებენ“.

[sexy_author_bio]

გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8 თებერვალი, 2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8 თებერვალი, 2026
ზაფრანი

“18 წლის ვიყავი, როცა”- ალექსანდრე ჩივაძე პირველი შეკრების შესახებ

09:45; 8 თებერვალი, 2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7 თებერვალი, 2026

მამაკაცმა სხვისი ბინიდან ავეჯი მოიპარა

მეუფე სტეფანე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო