ახალი წლის დღეებში საქართველოში საკვებით ინტოქსიკაციის 41, ხოლო ალკოლოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ.
ცენტრის ინფორმაციით, თბილისში საკვებით ინტოქსიკაციის 12 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ჰოსპიტალიზირებულია სამი პაციენტი.
რაც შეეხება რეგიონებს, კვებითი ინტოქსიკაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, ჰოსპიტალიზირებულია 12 პაციენტი.
რაც შეეხება ალკოჰოლით ინტოქსიკაციას, თბილისში 97 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან ჰოსპიტალიზირებულია 20 პაციენტი. რეგიონში გამოვლენილია ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 40 პაციენტი.