უძრავი ქონების სააგენტოებში ხშირად ხდება კურიოზები და ამ მხრივ არც ახალი წლის დღეებია გამონაკლისი.
მაგალითად, ერთ-ერთ ამერიკულ სააგენტოს 31 დეკემბრის დილას მიმართა კლიენტმა, რომელიც ითხოვდა, შეერჩიათ მისთვის ელიტურ დასახლებაში მილიონი დოლარის ღირებულების კოტეჯი.
მოთხოვნისამებრ, ხელშეკრულება იმავე დღეს უნდა გაფორმებულიყო და გადასახლებაც იმავე დღეს უნდა მოესწროთ.
გაკვირვებული აგენტის კითხვაზე, რატომ ჩქარობდნენ ასე, კლიენტმა უპასუხა: ტრადიცია გვაქვს, ყოველ ახალ წელს ახალ სახლში ვხვდებითო.
[sexy_author_bio]