ყაზახეთში ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ინტერნეტი შეფერხებით ან საერთოდ არ მუშაობდა.
ბრიტანული კომპანია NetBlocks, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის მდგომარეობას აკვირდება, ადასტურებს, რომ ყაზახეთში ინტერნეტი დაბლოკილია და ტრაფიკი დაეცა.
როგორც ადგილბრივი ჟურნალისტები ავრცელებენ, ამჟამად მიუწვდომელია მედიავებგვერდები და ტელეფონის ინტერნეტიც.
საწვავისა და გაზის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მთავრობის გადადგომით დასრულდა, გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
თუმცა ქვეყნის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე არაფორმალურად ცდილობს სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო ვითარება, ქუჩებში პატრულირებენ სამართალდამცავები, გათიშულია ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
ცნობისთვის, ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან 120-მდე გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე იქნება.
[sexy_author_bio]