ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმატიში დემონსტრანტებმა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი ფაქტობრივი მმართველის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს. ინფორმაციას unian ავრცელებს.
თხევადი გაზის გაძვირების გამო დაწყებული გამოსვლები, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძალიან სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ პროტესტში და ამჟამად ამბოხებულები უკვე ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვენ.
ცნობისთვის, ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1990-2019 წლებში იკავებდა, შემდეგ კი გადადგა და თანამდებობა თავის მემკვიდრეს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს დაუთმო.
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საწვავისა და გაზის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი, პოლიტიკურ პროტესტში გადაიზარდა. ამჟამად პროტესტანტები უკვე ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვენ.
ხალხის ამბოხებას, შუა აზიურ სახელმწიფოში უკვე მოყვა შედეგი, რომელიც მთავრობის გადადგომით დასრულდა, გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
თუმცა ქვეყნის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე არაფორმალურად ცდილობს სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო ვითარება, ქუჩებში პატრულირებენ სამართალდამცავები, გათიშულია ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
ცნობისთვის, ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან 120-მდე გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე იქნება.
[sexy_author_bio]