ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა ყაზახეთში 70 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა.
სომეხი სამხედროები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტიგენტს შეუერთდებიან და ყაზახეთში სტრატეგიულ ობიექტებს დაიცავენ _ ამ ინფორმაციას SputnikArmenia telegram-ზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი.