ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში.
45 წლამდე მამაკაცი კერძო სამუშაოს შესრულებისას, ე.წ. “დრუჟბით” ხიდან ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილიდან ის შპს “ჯანმრთელობის სახლ გურიაში” მოათავსეს.
როგორც კლინიკის მთავარი ექიმი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
“პაციენტს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, მენჯის მოტეხილობა, თირკმლის დაჟეჟილობა, ქალა-ტვინის ტრავმა. მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში”, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ.
ამ დროისთვის დაშავებული კატასტროფის ცენტრის ავტომანქანით ქუთაისში გადაჰყავთ.