ვარკეთილში “ბესტ მარკეტი” გაძარცვეს. შემთხვევა 4 იანვარს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მარკეტის ძარცვაში ბრალდებული პირი ამ დროისთვის დაკავებულია.
“დაკავებულია 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ.
ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე “ბესტ მარკეტში” შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.