საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში ინფლაციის დონის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში ინფლაციის დონემ ნოემბერთან შედარებით 0,3 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 13,9 პორცენტს შეადგენს.
ყველაზე მეტად გაძვირდა კომუნალური მომსახურება _ 43,5 პროცენტი, შემდეგ მოდის: ტრანსპორტი _ 17,3%, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები _ 15,6%, სასტუმროები, კაფეები, რესტორნები _ 14%, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა _ 11,8%…