ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, რეინფიცირების ფაქტები არის იმ ადამიანებშიც, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ინფექციონისტმა, მაკა ბულეიშვილმა განუცხადა.
„ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა. ჩვენ არ უნდა გავუთამამდეთ „ომიკორნს.“ მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის“, – განაცხადა ბულეიშვილმა.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში ახალი შტამით 600 ადამიანია ინფიცირებული.