ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა ოზურგეთის პოლიციის სამმართველოსთან უნდა გადაინაცვლონ, რადგან აქციაზე დაკავებული ენმ-ს წევრები სწორედ ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ნასაკირალში აქცია გზის მოწესრიგების მოთხოვნით იმართება.