ოზურგეთში კოვიდინფიცირების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
“ყველა ასაკობრივ ჯგუფშია დაავადება გავრცელებული. სავარაუდოდ, ორივე სახის ვირუსია, რადგან სიმპტომებს რომ ვეკითხებით პაციენტებს ასახელებენ როგორც დელტაშტამის ასევე ომიკრონისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. მაქსიმალურად მოვუწოდებთ დისტანციის დაცვის, ორმაგი ნიღაბის ტარების, ვაქცინაციისკენ და ყველა რეგულაციის დაცვისკენ. სხვა თავდაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის”,_ ამბობს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ჩვენთან საუბრისას.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 12060 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 11011 პაციენტი, გარდაცვლილია 91.
[sexy_author_bio]