ვერძი
2022 წელი ფინანსური საჩუქრებით გულუხვი არ იქნება. დიდი ალბათობით, ვერძი ამ წელს მშვიდად გაატარებს, მაგრამ ზედმეტი ფინანსური რესურსი არ ექნება. შეგიძლიათ, სცადოთ სიტუაციის შეცვლა და ჩვეულებრივზე მეტის გამომუშავება, მაგრამ ამ შემთხვევაში სერიოზული დატვირთვა მოგიწევთ.
კურო
კურო მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს ფულთან ურთიერთობისას. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მოგებასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ. პრობლემები ხალხთან გექნებათ. ფინანსური საფუძველი ხელს უწყობს ჩხუბს და ამიტომ ჯობს, ათჯერ დაფიქრდეთ, ვიდრე ვინმეს ფულს ასესხებთ.
ტყუპები
ტყუპებს ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები არ ექნებათ. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა ყველა დაგეგმილი პროექტი წარმატების მიღწევას ვერ შეძლებს. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ინტუიცია, რომელიც სწორ გზას გაჩვენებთ და უნდა შეძლოთ წინასწარ, წარმატებული პროექტების გამოცნობა და განხორციელება.
კირჩხიბი
კირჩხიბებთან ფულთან დაკავშირებული საკითხები არაერთგვაროვანია. არსებობს რისკი იმისა, რომ ხარჯები იმაზე მეტი გექნებათ, ვიდრე დაგეგმილი გაქვთ. ამიტომ, თუ წინასწარ გადაინახავთ თანხას და მომავალ ხარჯებთანაც დაბალანსებული მიდგომა გექნებათ, მაშინ არის შანსი, რომ თქვენი კაპიტალი შეინარჩუნოთ.
ლომი
უამრავი საყოფაცხოვრებო თუ სამსახურეობრივი ხარჯი გექნებათ და მათ შორის, სამწუხაროდ, ბალანსის პოვნა ძალიან რთულია. რამდენად წარმატებით გაუმკლავდებით ამ ამოცანას, საბოლოოდ გადაწყვეტს იმას, თუ როგორი წელი გექნებათ ფინანსურად.
ქალწული
ქალწულებს ფინანსური თვალსაზრისით სიურპრიზები არ ელით. მაგრამ, შეძლებთ წარმატებით დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი და ზუსტად იწინასწარმეტყველოთ მომავალი ცვლილებები. 2022 წელი კარგი დროა, ფულის გამომუშავების ახალი გზების მოსაძებნად.
სასწორი
სასწორის ირგვლივ საკმაოდ კომფორტული და წარმატებული ფინანსური გარემო შეიქმნება. შეგიძლიათ წინ იყუროთ და გქონდეთ კარგი შემოსავალი. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ გააფუჭოთ არსებული მდგომარეობა, თუ საკუთარ თავს არასაჭირო ხარჯების გაღების უფლებას მისცემთ. ამიტომ, ფრთხილად იყავით.
მორიელი
ვეფხვის წელმა შეიძლება ფულის გამო რამდენიმე კონფლიქტი მოგიტანოთ. ოღონდ, პანიკაში ნუ ჩავარდებით. პირიქით, ყველა ფინანსური საკითხის გადასაჭრელად მოგიწევთ, მშვიდად, მოზომილად იმოქმედოთ, გააანალიზოთ შედეგები და მაშინ ყველაფერს გაუმკლავდებით.
მშვილდოსანი
წელი იძლევა მოგებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. გარდა ამისა, დიდია ალბათობა იმისა, რომ არასტანდარტული სიტუაციები, რომლებიც დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ ხარჯებთან, არ გექნებათ. ახლა კარგი დროა, რომ გაზარდოთ ფინანსები. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა!
თხის რქა
თხის რქებმა შესაძლოა წელს ვერაფერი გააკეთონ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და არსებული სიტუაცია შეინარჩუნონ. ამ თვალსაზრისით, ერთფეროვანი წელი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ახალი ინიციატივა გამოიჩინოთ და კიდევ უფრო მეტი გამოიმუშაოთ.
მერწყული
წლის პირველი ნახევარი ფინანსური თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იქნება. სწორედ ამ პერიოდში უნდა გადადოთ რაც შეიძლება მეტი თანხა და მაშინ არ დაგატყდებათ ის სიტუაცია, რომელიც წლის მეორე ნახევარში, გაუთვალისწინებელი ხარჯების კუთხით გელით.
თევზები
თევზებს ფინანსურად შედარებით მშვიდი წელი ექნებათ. ამ სფეროში განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი. შეიძლება გამოხატოთ ინიციატივა და დამატებითი თანხის საშოვნელად დიდი ძალისხმევაც გასწიოთ, მაგრამ ასტროლოგების თქმით, 2022 წელს ამისთვის დიდად არ გეცლებათ.
[sexy_author_bio]