„ნაცმოძრაობის“ მიერ ბოიკოტის დასრულება და პარლამენტში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ის, რასაც აკეთებდნენ ამ ხნის განმავლობაში, წელიწადზე მეტია, როდესაც პრაქტიკულად ბოიკოტს უცხადებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, იყო არასწორი ქმედება. მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან პარლამენტში შემოსვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობით უნდა დაკავდეს და მხოლოდ საგამოძიებო კომისიით არ შემოიფარგლოს.