გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ცნობებს აქვეყნებს. სინოპტიკოსთა ვარაუდით, 15 იანვარს ქუთაისში წვიმა ელჭექით და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, აქაც წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. აქაც იწვიმებს.
მესტიაშიც მოსალოდნელია თოვლიანი დღე და -6 გრადუსი, ღამით კი -20 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით -1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +0 გრადუსია მოსალოდნელი, მოთოვს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს.
+1 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -9 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით -7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -15 გრადუსი იქნება.
გორში წვიმა და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -13 გრადუსი იქნება. აქაც იწვიმებს.
გუდაურში მოთოვს. დღისით -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -19 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -7 გრადუსამდე გათბება, ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ღამით კი -23 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი.
უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.