“ვეხმარებით მარიამ დემეტრაშვილს” _ დღეს ოზურგეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მარიამ დემეტრაშვილის დასახმარებლად. ღონისძიების მონაწილეები ასრულებდნენ სხვადასხვა სიმღერას, იქვე იდგა შესაწირი ყუთი, რომელშიც მოქალაქეები თანხას ყრიდნენ.
მარიამ დემეტრაშვილი წარმოშობით რუსთავიდანაა, მწვავე მიელოდიური ლეიკემიის დიაგნოზით, მოთავსდა თურქეთში, მედიკალპარკ გოზტეპეს ბავშვთა ჰემატოლოგიურ გამყოფილებაში. მეოთხე ქიმიის შემდეგ ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდა, ამ ეტაპზე მას რეაბილიტაციისთვის სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები. აქციის ორგანიზატორის, შალვა ცუცქირიძის, თქმით მარიამი მეხუთე ბავშვია, რომელსაც ის დაეხმარა. საქველმოქმედო ღონისძიება დაიწყო თბილისში და გაგრძელდა რეგიონებში.
“ვეხმარებით მარიამ დემეტრაშვილს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ესაჭიროება რეაბილიტაციის ფული, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა კი ოჯახს არ შეუძლია”,_ გვითხრა ცუცქირიძემ.
ავტორი: გუგა ლომაძე