_ ახალ წელს შუქი არა, შობას შუქი არა, კალანდას შუქი არა, ნათლიღებას შუქი არა… “ჩვენს მთავრობას” ვულოცავ ნათლიღებას “საუკეთესო სურვილებით.
_ რა იყო, ედიკა ადგა?“
_ არა -ედიკები…“
დღეს, ნათლისღებას, ასეთ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ცხემლისხიდის მკვიდრი შოთა მახარაძე, რომელსაც მეგობრები გურულ იუმორში შეზავებულ პასუხებს არ უგვიანებენ.
მახარაძე ასევე ამბობს, რომ არც გზებია გაწმენდილი.
„გურია ნიუსი“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერს გია ნაკაიძეს დაუკავშირდა.
„ცხემლისხიდის თემის, სოფელ ბაღდადში არ იყო, გავუშვით ჯგუფი“, _ გვიპასუხა მან.
პოსტის ავტორმა შოთა მახარაძემ კი გვითხრა, რომ ჯგუფი მართლაც მივიდა ქსელებიდან.
_ მოვიდნენ, მაგრამ კი წავიდნენ. არც ახლაა შუქი, არც გზებია გაწმენდილი. სასწრაფო დახმარების მანქანა იყო ამოსული და კიდევ კარგი, გზაზე გაიარა, _ გვითხრა მან.
შუქი არ იყო ასევე სოფელ შემოქმედში.
_ დილიდან არ იყო. თუმცა ბრიგადა იყო მოსული. შეაკეთეს და შუქიც ჩართეს, _ გვატყობინებენ შემოქმედიდან.