ჩოხატაურში მესამე დღეა თოვს. თოვლის საფარი კიდევ უფრო მატულობს. უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სოფლების მიმართულებით.
“რთული მდგომარეობაა. ტეკნიკის ნაწილი, რითაც გზები იწმინდებოდა, გაფუჭდა. ამ წუთებისთვის იწმინდება დაბისა და სოფლების ცენტრალური გზები. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა მაღალმთიან სოფლებში, ნაბეღლავს, ზოტს, ჩხაკაურას, ბახმაროს 3 დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია. ბახმაროში დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. გარდა ამ სოფლების, არის სოფლები, რომლებსაც, ასევე, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.
გასული არიან მუშა ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, _ გვითხრა შარაშიძემ”.