2025 წელს პოპულარული ჯგუფი „Coldplay“, ახალი სიმღერების ჩაწერას შეწყვეტს, – ამის შესახებ სოლისტმა კრის მარტინმა განაცხადა.
„ჩვენი უკანასკნელი ჩანაწერი 2025 წელს გამოვა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, მხოლოდ გასტროლები გვექნება. შესაძლოა, რაღაც კუთხით ვითანამშრომლოთ, თუმცა, „Coldplay“-ს კატალოგი დაიხურება“, – ამბობს ის.
სოცქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, ზოგი იმედოვნებს, რომ დაშლიდან რამდენიმე წელიწადში, ჯგუფი კვლავ გაერთიანდება.
[sexy_author_bio]