ნიკა მელია გურიაში იმყოფება, ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“გურიაში ვარ მეგობრებთან ერთად
სასწაული მხარეა – ნიჭიერების, იუმორის, ბრძოლის და ღირსების.
დიდთოვლობის გამო ბევრ ადგილზე ვერ მივდივართ, მაგრამ მუხტს იძლევა აქაურობა და აქაურები. გინდა ყველგან მიხვიდე, ყველგან მიიტანო შენი სათქმელი. მიხვალ და უფრო მომზადებულები გხვდებიან პოლიტიკურად, ვიდრე წარმოგედგინა.
“სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია”, რომელიც გაცილებით უკეთეს ყოფას იმსახურებს. ასეც იქნება!” _ წერს მელია და ფოტოს აქვეყნებს.