დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში საშუალოდ, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 70%-ს „ომიკრონი“ წარმოადგენს.
„თბილისში ეს მაჩვენებელი მაღალია და 80%-ს წარმოადგენს. იანვრის ბოლო-თებერვლის პირველ დეკადაში, ათი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკური პერიოდი იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.