„მწვანეების“ წევრი გიგა ბექაური სოციალური აგენტების გაფიცვის შესახებ მიმართვას ავრცელებს.
„შრომითი საკითხის პრობლემა, უთანასწორობა, ჩაგვრა, მიზერული ანაზღაურებები არის თითოეული მოქალაქის პრობლემა საქართველოში. თუ დღეს ჩვენ მოვახერხებთ და ეს ადამიანები თავიანთ გაფიცვას გაიტანენ და გაიმარჯვებენ, ეს იქნება გავლენა სხვა დასაქმებულებისთვის და ზოგადად მშრომელებისთვის მთელ ქვეყანაში. ამიტომ ეს არის საერთო მშრომელთა ბრძოლა და თითოეული მოქალაქის აქ ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი.
მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, დაუდგეთ გვერდში სოცილურ აგენტებს, რომლებიც ითხოვენ მხოლოდ შრომის უფლების დაცვას, მხოლოდ იმას, რაც რეალურად მათ ეკუთვნით – ღირსეული ხელფასი, რითაც ცხოვრებას და თავის გადარჩენას შეძლებენ“.
[sexy_author_bio]