პოლონეთში მყოფი ქართველი ლაშა ხუბუა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ისევ ქართველებს მიმართავს, რომლებსაც ქართველები უცხო მიწაზე სამუშაოდ ჩაჰყავთ და შემდეგ ყურადღებას არ აქცევენ.
“ადამიანებს რასაც დაპირდებით, ის შეუსრულეთ, თქვე ნაბიჭვრებო. გუშინ აეროპორტში თქვენგან მიტოვებულ ხალხს მივაკითხე, ძმაკაცმა ნახა ეს ხალხი ადგილი არქონდა მანქანაში, დამირეკა და წამოვიყვანე სასტუმროში. ამათი თვალები არდამავიწყდება უცხო მიწაზე უიმედოთ დარჩენილებს საწოლში დაწოლის საშუალება რო მივეცი. ხალხს მოექეცით ადამიანურად თქვე არარაობებო. სუფრასთან რო ბაქიბუქობთ მაღალფარდოვანი სიტყვებით და საქციელი გაქვთ არაკაცური, ნუთუ არ გცხვენიათ ააა??????” _ წერს ხუბუა და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
“ამ ორი ქართველი კაცის სახეები, თვალები არ დამავიწყება არასოდეს, იმხელა ბედნიერები იყვნენ ჩემი დანახვით, ალბათ, ასე ჩემი ოჯახის წევრს არ უხარია ჩემი დანახვა. ხალხო, ამ ზამთარში, რომ ჩამოგყავთ ეს ადამაიანები ევროპის შუაგულში და არაფერი იციან, ასე რანაირად შეგიძლიათ, ტოვებთ ქუჩაში, მერამდენე შემთხვევაა, პოლონეთში, ქუჩაში დატოვებული ოჯახები, დედა-შვილი… რას ფიქრობთ, ხალხო, რანაირად ცხოვრობთ? ისე იყვნენ დაბნეულები, სასტუმროში იკითხეს, აბანო გაქვთო? ისე იყვნენ ფსიქოლოგიურად უკვე…
ხელებზე ბზარები ქონდა კაცებს, ნამუშევარი, მოგყავს გლეხი და ტოვებ ვარშავაში, 11 გრადუსი ყინვაა გარეთ, რაფერ იძინებთ ლოგინში, ხალხი იყო აეროპორტში დარჩენილი.
ამ დილით დამირეკეს, თუ გაქვთ რამე ვარიანტი იტალიაში წავალთო და გავაყოლე ჩემს მანქანას, არ დარჩნენ ვარშავაში, იმდენად იყვნენ…
აუცილებლად გნახავთ, ვინც ხალხს ქუჩაში ტოვებთ… ჯერ ყალბი საბუთებით მოგყავთ და აეროპორტიდან უკან აბრუნებენ… პროცენტიანი ვალი აქვთ აღებული, ზოგმა საქონელი გაყიდა, ზოგმა მანქანა, ზოგმა რაღაცა დაალომბარდა, მაგ ფულებით მოდიან… მარტო იმაზე ნუ ხართ გადასულნი, რომ 50-100 ევრო მიიღოთ – უფლის არ გეშინიათ, ხალხო?” _ ამბობს ხუბუა.