უკრაინაში რუსეთის შეჭრის მზარდი საფრთხის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ათასობით ამერიკელი სამხედროს და სამხედრო ტექნიკის გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის გადამწყვეტი შემობრუნების მომენტი შეიძლება გახდეს, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინის მიმართ თავშეკავებულ პოზიციას იკავებდა, რუსეთის შეჭრის პროვოცირების შიშის გამო.
გაზეთი The New York Times-ი წერს, რომ მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება უახლოეს კვირაში მიიღოს.
აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროების ინფორმაციით, 22 იანვარს შეხვედრაზე, პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენს აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში გადასროლის რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს. მათ შორისაა 1 000-იდან 5 000-მდე სამხედროს განთავსება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში სამხედროების რაოდენობის 10-ჯერ გაზრდის შესაძლებლობით. არ განიხილება უშუალოდ უკრაინაში სამხედრო ძალების განლაგება.
[sexy_author_bio]