უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე, საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს.
ასევე საპარლამენტო ოპოზიციამ, საკანონმდებლო ორგანოზი გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ,,ქართულ ოცნებს“ სთხოვს, პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღოს.
ასევე ოპოზიცია, გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვით საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურდეს და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი განხორციელდეს
„მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე.
მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად,“ – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციამ.
აღნიშნული ინიციატივით „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ჯგუფი გამოვიდა.