ვერძი
ვერძი ქალები ჯიუტები არიან. ისინი ყოველთვის იღებენ იმას, რაც უნდათ. პარტნიორის პატივისცემის ან თანაგრძნობის გამო, მათ შეიძლება მოისმინონ რჩევა, მაგრამ მაინც იმას გააკეთებენ, რაც თავად სურთ.
ტყუპი
ურთიერთობაში, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი ადამიანები არიან, მაგრამ მათ ემოციებთან კამათს აზრი არ აქვს – უმჯობესია, გაეცალოთ ან დაეთანხმოთ.
ქალწული
მათ კეთილი გული, თუმცა ცივი ხასიათი აქვთ. არ უყვართ, როცა ვიღაცას დახმარებას სთხოვენ. ისინი ჯიუტები და შინაგანად თავისუფლები არიან.
მშვილდოსანი
მათთვის თავისუფლება ცხოვრების წესია. მოსწონთ, როცა პარტნიორი მათზე ზრუნავს, მაგრამ თუ ის დომინირებას და მბრძანებლობას გადაწყვეტს, აუცილებლად უხეშობას წააწყდება.
თხის რქა
ისინი კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევიან. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობების დამყარება არ უჭირთ, მაგრამ არავის მისცემენ პირადი საზღვრების დარღვევის უფლებას.