დასრულდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით, პროგრესის სახლის (გურიის ჰაბი) მიერ გამოცხადებული კონკურსი. გამოვლინდნენ გამარჯვებული ჟურნალისტები. .
სამი გამარჯვებულიდან ორი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტია _ მარინა ჩიხლაძე და გიორგი გირკელიძე. კონკურსის გამარჯვებულია ტელეკომპანია „გურიას“ ჟურნალისტი თამთა დოლიძე.
24 იანვარს, ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრში – პროგრესის სახლი (გურიის ჰაბი), გაიმართა ამ კონკურსის _ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ ფარგლებში _ გამარჯვებულების დაჯილდოება.
_ კონკურსის მიზანი იყო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის წარმოჩენა და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. კონკურსი გასული წლის შემოდგომაზე გამოცხადდა და მის ფარგლებში 8 საკონკურსო ნამუშევარი იყო წარდგენილი. გაიმარჯვა სამმა ნაუშევარმა. გამარჯვებულებია ტელეკომპანია „გურიას“ ჟურნალისტი თამთა დოლიძე და „გურია ნიუსის“ ჟურნალისტები, გიორგი გირკელიძე და მარინა ჩიხლაძე. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას და მადლობას ვუხდი გურულ ჟურნალისტებს, რომ ყოველთვის იღებენ მონაწილეობას ამ კონკურსში, _ თქვა პროგრესის სახლის წარმომადგენელმა ნათია ვაშალომიძემ.
პროექტს ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, ხუთ პრსტიჟულ ორგანიზაციასთან ერთად.
გამარჯვებულმა ჟურნალისტება გამოხატეს სიხარული და გამოთქვეს მადლიერება პროგრესის სახლის (გურიის ჰაბი) წარმომადგენელთა მიმართ.
_ მედია კონკურსში გამარჯვება, როცა სტატიას საუკეთესოს ხარისხი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში, ძალიან საამაყო და სასიხარულოა. ვისურვებდით, მომავალშიც გვექნეს ასეთი გამარჯვებები, _ თქვეს ჟურნალისტებმა.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ჟურნალისტებს კონკურსში გამარჯვებას და ახალ-ახალ წარმატებებს უსურვებს.