მზარდია ეპიდვითარება ლანჩხუთში. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ აცრილი მოქალაქეების ინფიცირების შემთხვევებიც ფიქსირდება.
სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 6680 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6194 პაციენტი, გარდაცვლილია 77. ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 409 შემთხვევა.