ქალაქ ოზურგეთის, კოსტავას ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში მცხობრები ახალგაზრდა მამაკაცი ი.მ-ლი გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახის ახლობელის თქმით, დედამ თავისი გარდაცვლილი შვილი საწოლში ნახა.
“არავინ არაფერი ვიცით. 27 წლის ბიჭი იყო და ყველანი გაოგნებული ვარ. დედა-შვილი ცხოვრობდა მარტო, სოციალურად დაუცველები იყვნენ. ახლა გავიგე, რომ ადგილობრივი მთავრობა ეხმარება დაკრძარლვის ხარჯებში. “ – გვითხრა ი.მ.-ლის ახლობელმა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.