საშინელებაა… ბოლო რამდენიმე დღეში, ხობის შვიდი მკვიდრი ტრაგიკულად დაიღუპა, მათ შორის ხუთი ერთი ოჯახი წევრი”, _ ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში მოქალაქეები გუშინ, გვიან ღამით, ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გაჩენილ ხანძარს, რომელსაც მამა-შვილი _ გოჩა და ომარ საჯაიები ემსხვერპლნენ.
“საშინელებაა… ბოლო რამდენიმე დღეში, ხობის შვიდი მკვიდრი ტრაგიკულად დაიღუპა, მათ შორის ხუთი ერთი ოჯახი წევრი. უმძიმესი ტრაგედიაა. მთელი ქალაქი გლოვობს”, _ წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, გაზით ოჯახის ხუთი წევრი გაიგუდა. ტრაგედიას ემსხვერპლნენ – 32 ირაკლი შანიძე, 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები : 6 წლის მარიამი, 5 წლის დარეჯანი და 12 წლის დავითი. ისინი თბილისში ხობიდან ახალი გადასულები იყვნენ და ქირით ცხოვრობდნენ.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და გამძლეობას უსურვებს მათ.