თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ ვლადიმერ პუტინი საქათმეში მყოფ მელას შეადარა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკრაინის მხრიდან საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას washingtonexaminer ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთი, პუტინის ხელმძღვანელობით, პროვოცირებას უწევს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმას, კრემლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფით.
„როდესაც მელა საქათმის თავზე ზის და ყვირის, რომ ქათმების ეშინია, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, ამ შიშის ფაქტად წარმოდგენა არ გამოვა. როდესაც ხედავთ, როგორ ყვირის პრეზიდენტი პუტინი უკრაინისა და უკრაინელების წინაშე შიშზე, ეს არ უნდა განვიხილოთ, როგორც ფაქტის კონსტატირება. ჩვენ ვიცით, თუ ვინ არის მელა ამ შემთხვევაში. უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაძლიერება ვიხილეთ. ბელარუსში ჯარების გადასროლა ვიხილეთ. ჩვენ დეესკალაცია და სამხედრო ინტერვენციის თავიდან აცილება გვირჩევნია. თუმცა, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმა უნდა მიიღოს. ჩვენ ვმუშაობთ ნატოს ქვეყნებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა თავს დაცულად გრძნობენ ამ მომენტში,“ – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, 1-ელ თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ისა და ნატოს პასუხის შესახებ.
„წარმოვიდგინოთ, უკრაინა ნატოს წევრია და ამ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ჩვენ რა, ნატოს ბლოკთან უნდა ვიომოთ? ვინმემ ამაზე იფიქრა? როგორც ჩანს, არა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.