ჟურნალისტი, სერგო (ბუბა) ჩივაძე ქუთაისში მომხდარ ავარიაზე წერს, რომლის შედეგად 21 წლის ლუკა ფხაკაძე გარდაიცვალა.
“სამუდამოდ დაღუპე ოჯახი 21 წლის ბიჭი. გააქრე ამ ცხოვრებიდან, იმიტომ, რომ სწრაფად იარო. სად გარბოდი ასეთი სისწრაფით, რომ საკუთარი შვილი ვერ იცნო მისმა გამწარებულმა ოჯახმა?!
მერე მიატოვე გზაზე და გაიქეცი. იქნებ შველოდი, ადამიანო. იქნებ შენი მუხრუჭზე ფეხის დაჭერა გადაარჩენდა მას. შენ ადამიანი არ ხარ? უბრალოდ მკვლელი ხარ”, – წერს ჩივაძე.