მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის დირექტორი BBC–სთან ამბობს, რომ კორონავირუსის პროგნოზები დამაიმედებელია. შესაძლოა, რომ ევროპის კონტინენტი მალე გადავიდეს „ხანგრძლივი სიმშვიდის“ ეტაპზე.
დოქტორმა ჰანს კლუგემ აღნიშნა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. ასევე ის, რომ ომიკრონის შტამს უფრო ნაკლებად საშიში სიმპტომები გააჩნია. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„მაღალი დაცვის ეს პერიოდი უნდა მივიჩნიოთ, როგორც ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც დიდ მშვიდობას მოგვიტანს.“
აღსანიშნავია, რომ დანია გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც თითქმის ყველა რეგულაცია გააუქმა, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით იყო დაწესებული. მათ შორის, პირბადის ტარება. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ხელისუფლება ამბობს, რომ ვირუსი აღარ არის „კრიტიკული საფრთხის“ ფაზაში. ამასთან ერთად, შვედეთმაც განაცხადა, რომ ის 9 თებერვალს გააუქმებს ყველა კოვიდ რეგულაციას:
„პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ სისტემური მართვის სრულიად ახალ ფაზაში შევდივართ,“ – განუცხადა ჟურნალისტებს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.
მიუხედავად შეზღუდვების შემცირებისა, ჯერჯერობით ძალაში რჩება ისეთი ვალდებულება, როგორიცაა სახლში დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღენიშნება კორონავირუსის სიმპტომები.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი 23,664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 8,326 გამოჯანმრთელდა.
[sexy_author_bio]