გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანის ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ გურიაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თუმცა 9 თებერვლიდან ისევ თოვაა მოსალოდნელი.
“გურიაში ხვალ დილამდე, შესაძლოა, შენარჩუნდეს თოვა. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება 9 თებერვლის პირველ ნახევრამდე. შესაბამისად, ტემპერატურა 8-9 თებერვალს მოიმატებს +10-12 გრადუსამდე. 9 თებერვლის დღის ბოლოდან ისევ თოვაა მოსალოდნელი. ტემპერატურა დაიწევს +5-7 გრადუსამდე. 9-10-11 თებერვალს ითოვებს ინტენსიურად. გამოდარება მოსალოდნელია 11-13 თებერვალს”,_ ამბობს გვაზავა.