ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში 266 კოვიდტესტი გაკეთდა, საიდანაც ინფიცირების 136 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 15241 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 14054 პაციენტი, გარდაცვლილია 93. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 1094 შემთხვევა.