უკრაინის “ტერიტორიული დაცვა” არსებული დაძაბულობის ფონზე მოქალაქეებს ავარჯიშებს. ამის შესახებ ინფორმაციას anadolu ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეზერვისტი ოფიცრები უზრუნველყოფენ საბაზისო სამხედრო და სხვა სახის ტრენინგს მოხალისე სამოქალაქო პირებისთვის შესაძლო სამხედრო საფრთხეების დასაძლევად.
ეროვნული წინააღმდეგობის აქტის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 1 იანვარს, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მუდმივი რაოდენობა მშვიდობიან პერიოდში იქნება 10,000 პერსონალი, დამატებით 120,000 სამოქალაქო რეზერვისტი კი მომზადდება.
ასე რომ, ჯარის მობილიზაციის შემთხვევაში მოხალისეთა არმია 130 000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, რეზერვისტების ჩათვლით.