,,ქვეყანა სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. მტერს უნდა ეშინოდეს უკრაინის და არა პირიქით“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება twitter– ზე წერს.
“არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქს განსხვავებული სცენარი აქვს, მაგრამ უკრაინა მზადაა ნებისმიერი განვითარებისთვის. დღეს უკრაინას ჰყავს ძლიერი არმია, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნის მიმართ. მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი”– წერს დიმიტრი კულება.
[sexy_author_bio]