გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ოთარ შამუგია 1976 წლის 30 მაისს დაიბადა.
09.1992 – 06.1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ეკონომიკის ფაკულტეტზე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში, შპს ” საქართველოს რკინიგზაში”, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
11.2019 – 12.2020 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ დირექტორის პირველ მოადგილედ; 2020 წლის ბოლოდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინისტრის მოადგილე.
ოთარ შამუგიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.
[sexy_author_bio]