რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას lenta.Ru ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, ჟირინოვსკი, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით გადაყვანილია ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის იურისდიქციაშია.
Lenta-ს ცნობით, მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვების 75%-იანი დაზიანება აქვს. ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ 2 წელში ჟირინოვსკი რუსული “სპუტნიკით” რვაჯერ აიცრა.
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიაში ამბობენ, რომ ჟირინოვსკი თავს ამჟამად კარგად გრძნობს.
რუსულ მედია ინტერფაქსის წყარომ აღნიშნა, რომ ჟირინოვსკის ფილტვების მდგომარეობა მძიმეა.
ვლადიმირ ჟირინოვსკი გასული წლის დეკემბერში, რადიო Комсомольская правда-ს ეთერში ამბობდა, რომ ის 8-ჯერ იყო აცრილი სხვადასხვა რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. Telegram-ის არხზე პოლიტიკოსი წერდა, რომ პირველი სამი აცრა სპუტნიკ V-თი გაიკეთა, შემდეგი 3 ეპივაკკორონა იყო, ბოლო ორი დოზა კი – კოვივაკი. სამივე ვაქცინა რუსული წარმოებისაა.
[sexy_author_bio]