ვერძი
ვერძის ზოდიაქოს ნიშანი სიმბოლურად “ზოდიაქოს ბავშვად” არის მიჩნეული. იმიტომ რომ, მისით იწყება ზოდიაქოს რკალი. ვერძები მართლაც რომ საოცრად ინფანტილურები, გულუბრყვილოები და ბავშვურები არიან. მათი გულწრფელობა ზოგჯერ გაოცებასაც კი იწვევს. უმეტესობას არ შეუძლია ტყუილი და საოცრად ეგოცენტრიკულები არიან, რაც იმაში ვლინდება, რომ როგორც პატარა ბავშვს ვერძსაც მუდმივად აქვს სურვილი თავისი გაიტანოს ყველგან და ყველაფერში.
კირჩხიბი
ემოციური, სენსიტიური და გასაოცარი ინტუიციით დაჯილდოებული კირჩხიბები აღმერთებენ ოჯახს, საკუთარ კერას და ნათესავებს. კირჩხიბისთვის მნიშვნელოვანია დედის და მამის როლი ცხოვრებაში, ამიტომ დიდხანს ვერ გამოდის ბავშვობის ასაკიდან და როცა უკვე დიდია, ნოსტალგიით იგონებს ხოლმე წარსულს. მისთვის დამახასიათებელია საკუთარი ბავშვობის ხანის იდეალიზირება, ამიტომ მათი ნება რომ იყოს, არც არასოდეს ისურვებდნენ გაზრდას. არიან ბავშვურად პრეტენზიულები და ბუტიები.
[sexy_author_bio]