ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs ფარგლებში, ცხადდება სტარტაპ გრანტების კონკურსი გურიის, აჭარის და სამეგრელოს რეგიონებში. პროექტს ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით.
პროექტის შესახებ:
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია: გურია, აჭარა, სამეგრელო.
საგრანტო პროგრამის მიზანი:
სამიზნე ჯგუფის წევრთა ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.
სამიზნე მუნიციპალიტეტები:
აჭარა – ბათუმი, ქედა, ქობულეთი;
სამეგრელო – ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი;
გურია – ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:
- საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)
- განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები – არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე
- უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი
- ქალები – ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია)
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები
- იძულებით გადაადგილებული პირები
- ადამიანები, რომლებმაც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს კოვიდ 19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგად
კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
- პრობლემური საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს
- ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაფინანსების მიმღებ პირებს
- რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს
- პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) სადაც დაგეგმილია პროექტის განხორციელება, დატვირთულია იპოთეკით ან/და ადევს ყადაღა
- პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) რომელზეც უნდა განხორციელდეს გრანტით გათვალისწინებული აქტივობები, არ არის მის საკუთრებაში (კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის ობიექტი, რომელზეც რეგისტრირებულია გრძელვადიანი იჯარა).
საგრანტო დაფინანსების პრინციპი:
- საგრანტო კონურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 5000 ევროს
- საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.
საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილიეთ, შემდეგ მისამართზე:
საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია ორი ფორმით: ელექტრონული და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით. R-ია?
ელექტრონულად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
გურია:
საკონტაქტო პირი: იოსებ წიკლაური, 555233322
აჭარა:
საკონტაქტო პირი: ქეთი ლომაძე, 558 48 49 85
სამეგრელო:
საკონტაქტო პირი: ხათუნა გადელია, 571 315 398
ელ. ფოსტაზე განაცხადის წარდგენისას აუცილებელია განმცხადებელმა თემის ველში მიეთითოს სტარტაპ 2022. განაცხადის ამ ფორმით წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ღებულობს განაცხადის მიღების დასტურს. ელ. ფოსტის მეშვეობით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი საფოსტო გზავნილით.
მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისმართზე:
გურია:
ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, ქ.ოზურგეთი, რუსთაველის #4
აჭარა:
დემოკრატიის ინსტიტუტი, ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის #107
სამეგრელო:
ასოციაცია ათინათი, ქ. ზუგდიდი, რუსთაველის #94
საგრანტო იდეის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:https://bit.ly/3t8TZ9v
საპროექტო იდეის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 თებერვალი. (R)