კირჩხიბი
ქალი კირჩხიბი მზრუნველი, ემოციური და მოსიყვარულე პარტნიორია. იგი მზადაა საყვარელი მამაკაცის ან ოჯახის ინტერესებს, ძალზე ხშირად საკუთარი პროფესიული თუ პიროვნული წარმატების შანსებიც კი შესწიროს.
თანაც, ამაზე არასოდეს იწუწუნოს და თავი ბედნიერად მიიჩნიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბედმა მარტოოდენ საპატიო დიასახლისის თანამდებობა არგუნა. კირჩხიბი სენსიტიური და ემოციური ტიპია.
იგი შესანიშნავად გრძნობს საყვარელი ადამიანების დარდს და წუხილს. ყოველთვის იცის როდის ისაუბროს, როდის გაჩერდეს და რამდენად ღრმად შეტოპოს პრეტენზიების წამოყენების მხრივ. სწორედ ამიტომ ახერხებს იგი ხანგრძლივი დროით და მყარად შეინარჩუნოს ოჯახიც და სასურველი მამაკაციც გვერდით.
[sexy_author_bio]