ოზურგეთში კოვიდინფიცირების 176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 17202 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 15751 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 1355 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 103, საკარანტინე სივრცეში 181, ბინაზე კი 1071 პაციენტი მკურნალობს.
[sexy_author_bio]