ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ არის 8850 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7844 პაციენტი, გარდაცვლილია 81 და აქტიურია ინფიცირების 925 შემთხვევა.
აქტიური შემთხვევებიდან სტაციონარში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან ლანჩხუთის კოვიდკლინიკაში 22.
ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებბულია საბავშვო სასწავლო დაწესებულებებშიც.
“რადენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო. ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილი არის როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში. ზოგს ოჯახის წევრი ჰყავს ინფიცირებული და იზოლაციაშია. 6 საბავშვო ბაღი დახურული იყო იზოლაციის გამო და დღეს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ძალიან ცოტა ბავშვი დადის საბავშვო ბაღში. მშობლებს ეტყობა ეშინიათ. ამიტომ 2 ბაღის გარდა 1-ელ მარტამდე ყველა ბაღი წყვეტს ფუნქციონირებას”,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა.
[sexy_author_bio]