რუსეთის დუმის დეპუტატს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDPR) ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის, თავის ტვინის სერიოზული ანთება განუვითარდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა lenta.ru ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსი ოქსიგენოთერაპიაზეა, ჟანგბადი მიეწოდება მაღალი დინების ვენტილატორის გამოყენებით.
lenta.ru, ტელეგრამ არხზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ამ ინფორმაციების საპირისპიროდ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო, დუმის დეპუტატის ვლადიმერ ჟირონოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც COVID-19-ით დაინფოცირდა ამტკიცებს, რომ ამტკიცებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმები აგრძელებენ პოლისის უზრუნველყოფას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით.
შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებული ვლადიმერ ჟირინოვსკი ოთხშაბათს, 2 თებერვალს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ომიკრონის შტამით გამოწვეული გართულებების გამო მოხდა.