საქართველოში რამდენიმე წუთის წინ კიდევ 1 მიწისძვრა მოხდა.
სეისმური ცენტრის ინფორმაციით, 21 საათსა და 03 წუთზე 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ისევ სოფელი სამებაა.
მიწისძვრის ბიძგები სოფელ სამებაში დღეს 16 საათსა და 13 წუთზეც დაფიქსირდა. სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.
გუშინ კი საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სოფელ სამებაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგები მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა.